9 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ოჯახი - ურთიერთობები საზღვრები და მემკვიდრეობა". თემაზე, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ გამოცდილებას ეხება.
ოჯახი ადამიანის პირველი სოციალური და ემოციური გარემოა, სადაც ყალიბდება ჩვენი წარმოდგენები სიყვარულზე, სიახლოვეზე, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობაზე. თუმცა ერთი და იგივე ოჯახური მოვლენა განსხვავებულად შეიძლება იქნეს გააზრებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულების მიერ.
შეხვედრას წარუძღვებიან აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას“ ხელმძღვანელი ქეთი დალინკევიჩი და ფსიქოთერაპევტები: ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი ნია ძერია და გეშტალტთერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში „ინტეგრას“ ფსიქოთერაპევტები ოჯახურ თემებს საკუთარი თეორიული და პრაქტიკული პერსპექტივიდან განიხილავენ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ, როგორ განმარტავს თითოეული მიმართულება ოჯახში წარმოქმნილ სირთულეებს, კონფლიქტებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
დისკუსიის მთავარი ღირებულება სწორედ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ხედვის გაცნობაა. როგორ უყურებს ფსიქოანალიზი ოჯახის არაცნობიერ დინამიკებს? რას გვთავაზობს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის კუთხით? როგორ განმარტავს გეშტალტთერაპია კონტაქტის, საზღვრებისა და ურთიერთობის პროცესს? რა ადგილს ანიჭებს სიყვარულს, პიროვნულ ზრდასა და ადამიანის ტრანსპერსონალურ პოტენციალს ფსიქოდინამიკური მიდგომა.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი