დაცვენილი ფოთლები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა
დაცვენილი ფოთლები

დაცვენილი ფოთლები

დაცვენილი ფოთლები
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ინტროვერტ ქალს მარტოობას მხოლოდ რადიო უმსუბუქებს, მაგრამ იქაც კარგი არაფერია — გაუჩერებლად გადმოსცემენ საშინელ ამბებს რუსეთის ომზე უკრაინასთან. ერთხელაც, ის იცნობს ისეთივე მარტოხელა და სევდიან ალკოჰოლიკს, და ერთად მიდიან კინოში ჯარმუშის ფილმის — „მკვდრები არ კვდებიან“ — სანახავად (რადგან ყველამ იცის, რომ კაურისმაკი და ჯარმუში ძველი უახლოესი მეგობრები არიან). ყველაფერი იქნება სევდიანიც და სასაცილოც (ერთდროულად), მაგრამ ბოლოს — ყველაფერი კარგად დამთავრდება.

ეს არის ჩვენთვის საყვარელი ფინელი მელანქოლიკოსის — აკი კაურისმაკის — ყველაზე ახალი ფილმი. თავად აკიმ მას თავისი „პროლეტარული ტრილოგიის“ მეოთხე ნაწილი უწოდა (რა თქმა უნდა, ირონიულად). ეს არის მშვიდი, ლამაზი ისტორია სიყვარულზე, იმედგაცრუებასა და იმედზე, რომელსაც კანის კინოფესტივალზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა — სანამ მორცხვი და თავმდაბალი კაურისმაკი დარბაზიდან არ გაიქცა.

ჟიურის პრიზი — კანის კინოფესტივალი, 2023 წ.

ფოტო და ვიდეო

დაცვენილი ფოთლები

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება