სალაშქრო-აღმოჩენა ნარიანას ტბისკენ
ნარიანას ტბა მთავარი ტურისტული ბილიკებისგან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ იდეალური ადგილია მშვიდი ლაშქრობისა და ქალაქის ხმაურისგან დასასვენებლად.
პროგრამა ↓
(დააჭირეთ ტექსტს დეტალებისთვის)
სალაშქრო მარშრუტს დავიწყებთ სოფელ ჩოხიდან — გუდამაყრის ხეობაში მდებარე მაღალმთიანი და მისტიკური სოფლიდან, რომელმაც კავკასიონის სამხრეთ კალთებზე დღემდე შემოინახა ხელუხლებელი ბუნება და ისტორიული სიწმინდეები.
ჩოხი ცნობილია თავისი ისტორიული სალოცავებით. აქ მდებარეობს პირიმზეს სალოცავი და წმინდა გიორგის ეკლესია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან სულიერ ცენტრებს წარმოადგენდა.
აქაური ბუნება თითქმის ხელუხლებელია — კლდოვანი მთები, ალპური მდელოები და სუფთა მთის ჰაერი იდეალურ გარემოს ქმნის ნამდვილი მოგზაურებისთვის. სოფლის სიმაღლის გამო ზაფხულიც კი გრილი და სასიამოვნოა.
ნარიანას ტბა პატარა, განმარტოებული მაღალმთიანი ტბაა, რომელიც თვალწარმტაც სნოსის ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 800 მეტრის სიმაღლეზე.