სპეციალიზაცია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის
კურსი განკუთვნილია: გეშტალტ თერაპევტებისთვის, გეშტალტ პრაქტიკოსებისთვისა და სხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტებისთვის
პროგრამა საშუალებას მოგცემთ პრაქტიკოს ფსიქოლოგებს აიმაღლოთ და გაიმდიდროთ ექსპერიმენტირების თეორიული საფუძვლები გეშტალტ-თერაპიაში, გაეცნობით ექსპერიმენტების სხვადასხვა კლასიფიკაციას და ისწავლით მათი ადგილის გაგებას თერაპიულ პროცესში. კურსი მიმართულია ფსიქოთერაპევტის შემოქმედებითი რესურსების განვითარებაზე და ინტერვენციების არსენალის გაფართოებაზე.
თქვენ შეიტყობთ:
• როგორ უკავშირდება ექსპერიმენტი დიალოგს და კონტაქტის ციკლს
• როგორ გამოიყენოთ ვან ბაალენის ფაზური მოდელი ექსპერიმენტული მუშაობის სტრუქტურირებისთვის
ინსტრუმენტები და პრაქტიკული მუშაობა
კურსის გავლით თქვენ მიიღებთ კონკრეტულ ინსტრუმენტებს კონტაქტის შეწყვეტის თითოეულ ტიპთან სამუშაოდ ექსპერიმენტირების გზით. ეს მოიცავს სპეციფიკურ ექსპერიმენტებს სამუშაოდ: ინტროექტებთან, რეტროფლექსიასთან, პროექციასთან, დეფლექსიასთან, კონფლუენციასთან, დესენსიტიზაციასთან, ეგოტიზმთან.
კონტაქტის შეწყვეტის თითოეული ტიპი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს და თქვენ ისწავლით, როგორ შეარჩიოთ საჭირო ექსპერიმენტული ინტერვენციები.
თქვენ გაიგებთ, თუ როგორ არის ექსპერიმენტი ინტეგრირებული თერაპიული ურთიერთობის კონტექსტში და როგორ გამოიყენოთ დიალოგური პერსპექტივა ექსპერიმენტის ჩატარების დროს. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ტექნიკური სირთულეები და შეინარჩუნოთ კონტაქტი კლიენტთან მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში.
პროგრამა შედგება 5 (ხუთი) სამდღიანი სასწავლო მოდულისგან (120 სთ)
პირველი სემინარი - 20.02.26-22.02.26
• ექსპერიმენტის ცნება გეშტალტ-თერაპიაში და ექსპერიმენტების კლასიფიკაცია
• ექსპერიმენტი და დიალოგი
• ექსპერიმენტის ფაზები ვან ბაალენის მიხედვით
• ექსპერიმენტი და კონტაქტის ციკლი
• ექსპერიმენტები ინტროექტებთან მუშაობისას
მეორე სემინარი - 08.05.26- 10.05.26
• ექსპერიმენტები რეტროფლექსიასთან მუშაობისას: სხეულებრივი მეტაფორა, სხეულებრივი ამპლიფიკაცია, ნახატი და ა.შ
• ექსპერიმენტები სხეულებრივ სიმპტომებთან მუშაობისას
• ექსპერიმენტების გამოყენების შესაძლებლობები ეგოტიზმთან მუშაობისას
მესამე სემინარი - 02.10.26 – 04.10.26
• ექსპერიმენტები დესენსიტიზაციასთან და კონფლუენციასთან მუშაობისას (მუშაობა ასოციაციებთან და მეტაფორებთან, წარმოსახვასთან და ვიზუალიზაციასთან)
• მუშაობა რეგრესიასთან და ბავშვობის განვითარების დეფიციტებთან
მეოთხე სემინარი - 27.11.26-29.11.26
• მუშაობა პროექციასთან და დეფლექსიასთან ექსპერიმენტირების გზით
• ექსპერიმენტები და თერაპიული ურთიერთობები
მეხუთე სემინარი - 22.01.27- 24.01.27
• სუპერვიზია და მიღებული უნარების გადამუშავება
• დამატებითი კითხვები ექსპერიმენტთან დაკავშირებით
• პროგრამის დასრულება
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ღირებულება: კურსის ღირებულება შეადგენს 1,350 ევროს, შესაძლებელია 12 თვეზე გადანაწილება დაწყებული თებერვლიდან მომდევნო წლის იანვრის ჩათვლით. წინასწარი გადახდის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 1,200 ევროს, ექვივალენტი ლარში.
სემინარი ჩატარდება პარასკევიდან კვირის ჩათვლით
დრო: 10:00-დან 18:00-მდე
სემინარში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
პროგრამის წამყვანი:
ევგენი რიაბოი (უკრაინა): ფსიქოლოგიის მაგისტრი, გეშტალტ-თერაპევტი, ფსიქოთერაპევტის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციისგან (EAP), გეშტალტ-თერაპიის ევროპული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი (EAGT), პროგრამის "გეშტალტ-თერაპია" ლექტორი და სამეცნიერო სუპერვიზორი ზიგმუნდ ფროიდის უნივერსიტეტის უკრაინის ფილიალში.
ავტორია წიგნის "კლინიკური გეშტალტ-თერაპია", რომელიც გამოიცა უკრაინულ ენაზე 2023 წელს (გამომცემლობა "სტატუსი") და ინგლისურ ენაზე აშშ-ში 2025 წელს (გამომცემლობა "The Gestalt Journal Press").
აქვს 17 წლიანი პროფესიული სტაჟი ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში და 11 წელია ასწავლის გეშტალტ-თერაპიას
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ: +995 555 330 177
