"ერთხელ... მხოლოდ..." თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ერთხელ... მხოლოდ..."

ჟანრი: ზმანება ერთ აქტად ენა: ქართული ხანგრძლივობა: 100 რეჟისორი: რობერტ სტურუა დასაწყისი: 19:00 ბილეთები: 5 ₾-დან
"ერთხელ... მხოლოდ..."
17 Rustaveli avenue
advertising
ქართული

აღწერა

სპექტაკლის სახელწოდება აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსის "სიზმარი" პირველი ფრაზაა. ასევე, სპექტაკლი ,"ერთხელ... მხოლოდ..." კლასიკური, ხალხური და თანამედროვე მუსიკის შერწყმით, პლასტიკაში (უსიტყვოდ) სთავაზობს თეატრის მაყურებელს  ფანტაზიას, რომელიც მსოფლიოში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანარეკლია (პანდემიის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ძვრების). სპექტაკლში გამოყენებულია: ქართული ხალხური, ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, მალერის, ჩაიკოვსკის, შონბერგის, შტრაუსის, ყანჩელისა და ემინემის მუსიკა. 

ფოტო და ვიდეო

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
რუსთაველის ეროვნული თეატრი
17 Rustaveli avenue
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება