"ერთი წვეთი ცისფერი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ერთი წვეთი ცისფერი"

პერფორმანსი გადაღებულია უფლისციხეში - ძვ. წ 4 ს. დათარიღებულ ქალაქში, რომელსაც ქურუმთ ქალაქს უწოდებდნენ. ამ ქალაქის ქვეშ ჩამოედინება მდინარე მტკვარი და ეს უძველესი ძეგლი ქრისტისნობამდე არსებული რიტუალური სამყაროს უდიდესი ძეგლია. უძველესი დროიდან, მზის ბუნიობის დროს, ამ ქალაქისკენ მიემართებონდენ, რათა მისტიკურ რიტუალში მიეღოთ მონაწილეობა, ეს მზის ქალაქი იყო - უფლის ქალაქი, სადაც ყველა ქურუმი და ქურუმთ-მსახური ცხოვრობდა. უფლისციხელი მოგვები ადგილობრივ ღმერთებს განადიდიდებდენ და დიდი დედის სიმბოლოს - ნანას სცემდნენ თაყვანს, რომელიც მინდვრების ქალღმერთს განასახიერებდა. შემოქმედებითი ჯგუფი: პროდუსერი, ანიმაცია - მარიამ კანდელაკირეჟისორი და კონცეპტის ავტორი - მაკა კილაძემუსიკოსი - ნატალიე ბასილიავიდეო მონტაჟი - მეტალიკი, ხოსილიტა ხოსე ხოსიტაშილიოპერატორი - გიორგი მხეიძე მოცეკვავეები: Ekàtá Makåkaīმარინა მაკასარაშვილიმარიამ საყვარელიძეთინა ბიჭიაშვილიხოსილიტა ხოსე ხოსიტაშვილიმარიამ გიგაური ანიმატორები: ნინო ხიტალიშვილინინა ჩუბინიშვილი პროქტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია / Tbilisi City Hallსაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოTänzer ohne Grenzen e.V.Tbilisi - Unesco City of Media Arts
"ერთი წვეთი ცისფერი"
Vakhushti Bagrationi Bridge, Right Embankment, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ფილმი, რომელიც მოხვდა Lift-Off Global Network-ის Lift-Off Filmmaker Sessions-სა და V i d e o S o u n d A r c h i v e -ის მე-10 სეზონზე. ფილმი მომზადებულია კირკე - თანამედროვე ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენატული პლატფორმის მიერ Saqanima-სა და Metallique-სთან პარტნიორებით.

კონცეპტი:

წყალი სიცოცხლის ელექსირია და რომ არა წყალი, არ იქნებოდა დედამიწა და არ იარსებებდა არაფერი ამ პლანეტაზე. სწორედ ამ სიცოცხლის ელექსირშია ის მისტიკა, რასაც სამყარო საიდუმლოდ ინახავს.

ახლა მტკვარი გვიყვება იმ ისტორიას, რომელიც სათავეს თურქეთის მთებიდან იღებს და კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩაედინება. არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის ნივთები. ეს ძველი ნასახლარები გავრცელებულია ორ დიდ მდინარეს - მტკვარსა და არაქსს შორის, ამიტომ მას მტკვარი-არაქსის კულტურა უწოდეს. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებლები დაიძვრნენ კავკასიიდან , ჩრილოეთ სირიის და ანატოლიის გავლით წავიდნენ პალესტინაში და ჩავიდნენ ისრაელში, რაც უკვე კირბეტ-კერაკის კულტურის სახელით არის ცნობილი (khirbet kerak).

ფოტო და ვიდეო

ადგილი

KHIDI
KHIDI
Vakhushti Bagrationi Bridge, Right Embankment, Tbilisi
ღამის კლუბი თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება