ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მიძღვნა „...დიდ ბიჭებს!“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მიძღვნა „...დიდ ბიჭებს!“

ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მიძღვნა „...დიდ ბიჭებს!“

ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მიძღვნა „...დიდ ბიჭებს!“
1 Melikishvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 40
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

20 და 21 ივნისს - ფილარმონიაში  ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტები გაიმართება!

 

ათ წელზე მეტი გავიდა „ქართული ხმების“ ბოლო სოლო კონცერტიდან,  ანსამბლი ბრუნდება ახალი რეპერტუარით და როგორც იტყვიან „კარგად დავიწყებული ძველით“, ამ დაბრუნებას თითოეული წევრი  თავის დიდ სულიერ წინაპარს უძღვნის, რომელმაც 90-იანი წლების ნაცრისფერ თბილისში მათ, პატარა ბიჭებს, ქართული სიმღერა შეასწავლა და შეაყვარა.  წარმოდგენილი კონცერტებით  ისინი სცენიდან გაუგზავნიან მადლობას მათთვის ასე ძვირფასს სახელებს -  გოგის, „ბარდღას“, „თავგასას“, ზაურიკა ბიძიას, ბატონ გიას, დიდ „ქევხოს“, დიდ ანზორს - დიდ ბიჭებს.

 

საღამოს მუსიკალური კონცეფციის ნაწილია სიმღერები, რომელსაც დიდი არტისტები ვირტუოზულად ასრულებდნენ. ეს სიმღერები ახალი ვერსიების სახით გაიჟღერებს, ფილარმონიის სცენაზე, სადაც ანსაბლი  კიდევ ერთხელ გააცოცხლებს  ჩვენთვის უსაყვარლესი ქართველი კომპოზიტორების მუსიკას.

 

საკონცერტო პროგრამა წამორდგენილი იქნება  ბენდთან ერთად, რომელსაც კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი უხელმძღვანელებს! 

 

ბენდი:  ლევან დეისაძე (ბას გიტარა) ზაზა ცერცვაძე (დრამი) გიგი ცინცაძე (გიტარა) პაატა ანდრიაძე და ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიში) დიტო საკანდელიძე (პერკუსია) ლელა მჭედლიძე (ვიოლინო)

 

რეჟისორი - გვანცა მეფარიშვილი

 

მხატვარი - ვანო ჭელიძე

 

კონცერტის ორგანიზატორი კომპანია “Narrative Art Platform”

 

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, “ავერსი”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “ასკანელი”, ვისოლ ჯგუფი, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, Gulf, “დარიალი ჰესი”, “ვილა მოსავალი” 

 

მედია პარტნიორები: ტელეკომპანია “იმედი” და რადიოები  “ფორტუნა” და “არ დაიდარდო”

 

დასაწყისი 19:30


 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მიძღვნა „...დიდ ბიჭებს!“

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება