
აზროვნების აკადემიაში გაიმართება ღია შეხვედრა ფსიქოლოგ ივანე მინდაძესთან.

თემა: „ენა და აზროვნება"

ახდენს თუ არა ენა რაიმე გავლენას აზროვნებაზე?
ამ საკითხზე საუბრისას წინამდებარე თემებია:

როგორ აირეკლება სამყარო ენაში;

სხვადასხვა ენა სხვადასხვაგვარად გამოხატავს თუ არა სამყაროს;

რა კავშირია ენასა და კულტურას შორის, ენასა და აზროვნებას შორის
შეხვედრაზე განხილული იქნება სეპირ-უორფის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ენა განსაზღვრავს ჩვენს აზროვნებას. აგრეთვე, მიმოხილული იქნება მისი წინამორბედის - ვილჰელმ ჰუმბოლდტის ჰიპოთეზაც და განიხილება ისიც, თუ რამდენად შეიძლება ამ თეორიის შემოწმება, არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური მონაცემი, რომლის საფუძველზეც ვამტკიცებთ, რომ ენა მართლაც ახდენს გავლენას აზროვნებაზე.