ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა

ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა

ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „მენტალური ჯანმრთელობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები მაია ხოსიტაშვილთან

 თემა: „ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა"

შეხვედრა ეხება ემოციური ჯანმრთელობისა და ფსიქოსომატიკის ურთიერთდამოკიდებულებას.

განვიხილავთ, როგორ უკავშირდება გადაუმუშავებელი ემოციები, ქრონიკული სტრესი და ადრეული ტრავმული გამოცდილება ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბებას.

 თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის კავშირი არ არის მხოლოდ თეორიული ჰიპოთეზა, არამედ ემპირიული რეალობაა, რასაც ფსიქონეიროიმუნოლოგია სწავლობს. შეხვედრის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას ფსიქოსომატური მექანიზმების, ემოციური რეგულაციისა და შინაგანი ჯანმრთელობის აღდგენის ფსიქოლოგიური რესურსების შესახებ.

 შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიც არის:

 რა არის ის ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზები, რაც განაპირობებს ფსიქოსომატურ დაავადებებს;

 რას ნიშნავს ემოციური ჯანრმთელობა და როგორია ჩვენი ემოციური ცხოვრება ;

 რამდენად დიდია ის საფასური რომელსაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ჯანმრთელობით, ემოციების ჩახშობისთვის ასევე ემოციური მაკიაჟისთვის

 ასევე ვუპასუხებთ კითხვას:

რას გვეუბნება ჯანმრთელობის პრობლემა, რა არის ის გზავნილი რასაც სხეული გვაწვდის, როდესაც საქმე ეხება ფსიქოსომატურ დაავადებებს.

შეხვედრის პარტნიორი - ინტეგრა - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ემოციური ჯანმრთელობა და ფსიქოსომატიკა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება