განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები

განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები

განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები
4, გ. ტაბიძის ქ.
ბილეთის ფასი
დან45
advertising
ქართული

აღწერა

7 მარტს, ქალთა დღის აღსანიშნად, ibis Styles Old Tbilisi უმასპინძლებს ნინი მირაბალდის საავტორო ლექცია–ვორქშოფს ‘’ფემნავიგატორები’,’ რომელიც საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მირაბალდების“ დამფუძნებელია. ღონისძიება განკუთვნილია მოზარდებისთვის 9 წლის ასაკიდან, ვორქშოფის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებამდე მივიტანოთ ძლიერი და გავლენიანი ქართველი ქალების ისტორიები, რომელთა ღვაწლი და მნიშვნელობა გასული საუკუნის ქარტეხილებმა გადაგვავიწყა. ჩვენი ამოცანაა, მათი ამბები დავაბრუნოთ ცოცხალ მეხსიერებაში და მოზარდებს გავუზიაროთ შთამაგონებელ და მათთვის გასაგებ ფორმატში. პრეზენტაცია-ლექციის ნაწილში წარმოდგენილი იქნება განმანათლებელი ქართველი ქალების ამბები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებოდნენ საზოგადოებას და კარგად ესმოდათ განათლების მნიშვნელობა, როგორც ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის, ასევე ქვეყნის განვითარების პროცესში. ვისაუბრებთ ქალებზე, რომელთა წვლილი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. (ანასტასია ერისთვი-ხოშტარია, ანასტასია თუმანიშვილი, ეკეტერინე გაბაშვილი, განდეგილი/ეკატერინე ფორაქისშვილი-სარაჯიშვილი, ელენე ყიფიანი, ალექსანდრა ჭილაია, ვარინკა მაჭავარიანი, ოლღა გურამიშვილი, მარიამ ჯამბაკურ ორბალიანი) ვორქშოფის პრაქტიკული ნაწილი იქნება ინტერაქტიული და შემოქმედებითი. მონაწილეები იმუშავებენ სპეციალურად შექმნილ ილუსტრირებულ მასალაზე, რომელიც ქალი გმირების ისტორიებს ასახავს. ეს პროცესი მათ ამბების უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში დაეხმარებათ.

ღონისძიების ბოლოს თითოეული მონაწილე საჩუქრად მიიღებს გასაფერადებლების კრებულს და სპეციალურ სერთიფიკატს.


ღირებულება - თიბისი კონცეპტ ფასდაკლებით- 45 ლარი

რეგულარული ფასი - 65 ლარი 


ხანგრძლივობა საათნახევარი. 

ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის.

ფოტო და ვიდეო

განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები

ადგილი

ibis Styles Tbilisi Center

2500 სასტუმროთი 79 ქვეყანაში, გვაქვს მილიონობით მიზეზი აღსანიშნავად და კიდევ მეტი – სამომავლო მოლოდინისთვის.
შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი 50-წლიანი გზა, როგორც თქვენი სანდო მოგზაურობის პარტნიორი.
ერთად – წინ ახალი მიზნებისკენ!

ამ ადგილის ყველა ღონისძიება