საშობაო საახალწლო განწყობას არაფერი უხდება ისე- როგორც მუსიკა, 25 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მაყურებელი უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის- ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორისა და თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, Yamaha-ს პირველი ქართველი არტისტის- ედიშერ სავიცკისა და ეროვნული სასახლის „გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის“ კონცერტს იხილავს, ახალგაზრდულმა ორკესტრმა 2019 წლის შემდეგ არაერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ორკესტრს ახალგაზრდა, მაგრამ მსოფლიოში უკვე აღიარებული დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობს. 2025 წელს იგი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად აირჩიეს.
„საშობაო კონცერტის“ პროგრამა მოიცავს : ლ. ვან ბეთჰოვენი, საფორტეპიანო კონცერტი #5; მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 73 ; Emperor - ნაწარმოები, რომელსაც კრიტიკოსები „გამორჩეულად მეფურს“ უწოდებენ; ბეთჰოვენის მე-4 სიმფონია,
ასაკობრივი შეზღუდვა - 12+
