DOVLATOV თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
DOVLATOV
რუსული

აღწერა

ხუთშაბათ საღამოს, 3 სექტემბერს, გიწვევთ ალექსეი გერმან უმცროსის ფილმის „დოვლატოვი“ (2018) ჩვენებაზე.

ეს არის პირველი მხატვრული ფილმი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოსზე.

1970-იანი წლების დასაწყისია. დოვლატოვი ახალგაზრდა და პერსპექტიულია. ის ეცნობა ლიტერატურულ ლენინგრადს, ეუფლება ჟურნალისტის პროფესიას და თავის მეგობართან, მომავალ ნობელის პრემიის ლაურეატ იოსიფ ბროდსკისთან ერთად მუდმივად ხვდება კურიოზულ სიტუაციებში.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა „ვერცხლის დათვი“ მიიღო კინოხელოვნებაში გამორჩეული მიღწევისთვის.

ჩვენების შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, ფილმს ერთად განვიხილავთ.

ფოტო და ვიდეო

DOVLATOV

ადგილი

Frame
ფრეიმ არის ინტელექტუალური სივრცე სამოქალაქო აქტივისტებისთვის საქართველოში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება