ეჭვი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ეჭვი

ეჭვი

ეჭვი
4, K. Apkhazi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

განრიგი

06.02.2026
პარასკევი
20:00
15 ₾ - 30
15 ₾ - 30
ვრცლად
23.02.2026
ორშაბათი
20:00
15 ₾ - 30
15 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

სპექტაკლი თამაშდება პანსიონატში განვითარებულ მოვლენების გარშემო, რომლის ფონზეც პატიოსანი მღვდელი და პედაგოგი უსაფუძვლოდ ეჭვმიტანილ იქნა ბილწ დანაშაულში, რამაც შეიწირა მისი რეპუტაცია და კარიერა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ძალიან მარტივია და ცილისწამებას გააჩნია ყოველდღიური ხასიათი, თითქოს დავიწყებას მიეცა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რა შეიძლება დამართოს პატიოსან ადამიანს მის წინააღმდეგ წამოჭრილმა ცრუ ბრალდებებმა. სპექტაკლის ამოცანა სწორედ ამ თემის ანალიზია და მაყურებლისთვის იმის ახსნა და შეხსენება, თუ რას იწვევს ერთი პატარა ტყუილიც კი. რა პოზიციას უნდა ვიკავებდეთ, როდესაც გვესმის გაუგონარი სისულელე ჩვენს კოლეგაზე და რა მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტებისადმი ბრძოლას, თუნდაც ეს ჩრდილის მიყენებით ემუქრებოდეს ჩვენსავე პიროვნებას.

სპექტაკლი აგებულია სამი ძირითადი თემის შესახებ: ეჭვი, ჭორი და რწმენა. მთავარი პერსონაჟის, დედა ელოიზის მოწამლულ გონებას, რომელსაც ყოველივე სიბილწის წარმოდგენა შეუძლია, უპირისპირდება ქრისტიანობის იდეით განმსჭვალული მამა ფლინი, რომელიც ჭეშმარიტ ღირებულებებს ემსახურება: იმედისა და სიყვარულის იდეას ქადაგებს. სპექტაკლი ძირითადად მსახიობების მაყურებელთან ინტერაქციით თამაშდება, რაც საშუალებას აძლევს დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე ამბის წევრი გახდეს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება დადანაშაულებული პიროვნების დამნაშავეობის შესახებ.

ფოტო და ვიდეო

ეჭვი

ადგილი

თბილისის კამერული თეატრი
თბილისის კამერული თეატრი - ახალი და უნიკალური თეატრალური სივრცეა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება