ზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის მასტერკლასი
თემა - „დიზაინ აზროვნება ადამიანური რესურსის მართვაში“
დიზაინ აზროვნება თანამედროვე HR-ის წამყვანი მოდელია, რომელიც თანამშრომელზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. ის განიხილავს თანამშრომლებს როგორც "მომხმარებლებს" და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
მოდელი მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას: რეკრუტინგს, ონბორდინგს, სწავლება-განვითარებას, შეფასებას, ლიდერების განვითარებასა და თანამშრომელთა გამოცდილების დიზაინს. თითოეული მიმართულება ინდივიდუალურად მორგებულია დეპარტამენტების, როლებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით.
ტრენინგზე განვიხილავთ საუკეთესო პრაქტიკებს და ამ მოდელის სწრაფი ადაპტაციის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე
No age control