აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგი

აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგი

აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგი
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

აღწერა

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გიწვევთ შეხვედრაზე, რომლის მიზანია ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გაცნობა, პროფესიის შინაარსის გააზრება და მოსწავლეებისთვის კარიერული არჩევანის მხარდაჭერა.

🎓 შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

• რუსუდან კილაძე
• ხატია გოგოლაძე
• უჩა მაჭარაშვილი

🎯 შეხვედრის თემატიკა

• ფსიქოლოგიის განვითარება მსოფლიოში და საქართველოში
• პიროვნების განვითარების ფსიქოლოგია
• გავლენები ჩვენს ცხოვრებაში
• ბავშვის განვითარების ეტაპები

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ფსიქოლოგიას როგორც მეცნიერებასა და პროფესიას, მის განვითარების გზას, პრაქტიკულ მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს მიმართულება სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

📅 19 თებერვალი, 15:00 საათი
📍 წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

👥 შეხვედრა განკუთვნილია X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის

📌 მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია: 👉https://forms.gle/xQEDz1X7XVRigMzR8

➜ თუ გაინტერესებს ფსიქოლოგია და გინდა უკეთ გაიგო, არის თუ არა ეს შენი მომავალი პროფესია, გელით შეხვედრაზე.

ფოტო და ვიდეო

აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება