ჯგუფური თერაპიული შეხვედრა – აღმოაჩინე შენი ნაწილები
ვინ ვართ ჩვენ მაშინ, როცა ჩვენს შიშების წინ ვდგავართ?
რას ვგრძნობთ, როცა შინაგანი ხმები გვკარნახობენ – „არ გამოგივა“?
რა გვიშლის ხელს, როცა გვსურს უბრალოდ ვცადოთ?
თუ ეს კითხვები შენთვისაც ნაცნობია, მაშინ ეს თერაპიული დღე შენთვისაა.
"აღმოაჩინე შენი ნაწილები" — ეს არის ემოციური და ინტენსიური შეხვედრა, სადაც მთელი დღის განმავლობაში იმუშავებ საკუთარ თავზე, შენს შიშებზე და შინაგან ბლოკებზე.
ჯგუფური მხარდაჭერით, შემოქმედებითი და სხეულზე ორიენტირებული მიდგომებით შეძლებ მიხვიდე იქ, სადაც ცვლილება იწყება.
შეხვედრის თემატიკა:
ვინ ვარ მე და რამ მომიყვანა აქ?
შინაგანი ბლოკების ამოცნობა
ქცევითი შაბლონები და თვითსაბოტაჟი
პირველი ნაბიჯები ცვლილებებისკენ
ტრენერები:
ნინო კერესელიძე
ფსიქოლოგი, EAGT აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი, არტ-თერაპიის სპეციალისტი
საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ადამიანის უფლებების და სოციალური პასუხისმგებლობების კომიტეტის თავჯდომარე
მოწვეული ლექტორი | სულხან-საბა ორბელიანი და ალტე უნივერსიტეტები
ფსიქოთერაპიული სივრცის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ვახტანგ კეჟერაძე
პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი | IARPP-ის წევრი და საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ასოცირებული წევრი
ეს არ არის უბრალოდ ერთი დღე...
ეს შეიძლება იყოს დღე, როცა საკუთარ თავს პირველად შეხვდები – ისე, როგორც არასდროს - დიდი დასაწყისის დასაწყისი.
წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. ადგილები შეზღუდულია.
დეტალებისთვის მოგვწერე პირადში ან დარეგისტრირდი ბმულზე https://forms.gle/s36sG5K6FcL9vE9Y6
ჯგუფური თერაპიის ღირებულება – 200 ლარი
ფსიქოთერაპიული სივრცე – დაცული თერაპიული გარემო
სასტუმრო Museum იდეალური ადგილია ისტორიული თბილისის უამრავი სიურპრიზის აღმოსაჩენად.