განსხვავებული საზრისები: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
განსხვავებული საზრისები: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე

განსხვავებული საზრისები: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება

განსხვავებული საზრისები: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60 ₾
ქართული

აღწერა

💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება. შეხვედრას წარუძღვებიან ფსიქოლოგი, „ინტეგრას" ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია და ანდრო დგებუაძე.

 

➡ რას ნიშნავს საკუთარი თავის პოვნა - აღმოვაჩინოთ ის „მე“, რომელიც უკვე არსებობს, თუ თავად შევქმნათ და განვავითაროთ იგი?

 

➡ შეხვედრა დაეთმობა იდენტობისა და „მე“-ს ფორმირების გააზრებას ორი განსხვავებული პერსპექტივით. განხილული იქნება ის შინაგანი და სოციალური პროცესები, რომლებიც ადამიანის სუბიექტურობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

 

➡ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვის სურვილს, როგორც „მე“-ს ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავის განცდას სხვისი მოლოდინების, შეფასებისა და აღიარების მიხედვით აყალიბებდეს და ამ პროცესში საკუთარ სურვილსა და სუბიექტურობას დაშორდეს.

 

➡ შეხვედრა ასევე შეეხება „მე“-ს არასტატიკურ ბუნებას, წარსული გამოცდილებისა და გარემოს გავლენას და თანამედროვე სოციალური ქსელების როლს იდენტობის ფორმირებაში.

 

➡ ლექციის მიზანია არა საბოლოო პასუხების გაცემა, არამედ ლექტორებთან ერთად მნიშვნელოვანი კითხვების დასმა და იმ ფსიქიკური მექანიზმების გააზრებაა, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესს განსაზღვრავს.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

განსხვავებული საზრისები: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება