 
აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან.
თანამედროვე ორგანიზაციებში უკუკავშირი აღარ არის მხოლოდ შეფასების მექანიზმი, ხშირად ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. სწორედ უკუკავშირის კულტურაა ის, რაც განსაზღვრავს თანამშრომლის მოტივაციას, ჩართულობასა და ორგანიზაციასთან გრძელვადიან ურთიერთობას.
ლექციის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს გააცნობიერონ, როგორ შეიძლება უკუკავშირი გადაიქცეს ზრდის რესურსად და არა კონტროლის ინსტრუმენტად. განხილული იქნება ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობა, როგორ უნდა მოარგოს მენეჯერმა კომუნიკაციის სტილი, ტონი და ფორმატი კონკრეტული თანამშრომლის საჭიროებებსა და განვითარების ეტაპს.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
 
 
