მენიუ
მოქმედება სვანეთის ერთ-ერთ სოფელში, ლიფანალის დღესასწაულის დროს ხდება. ლიფანალი ახალი წლის ციკლის დღესასწაულია, რომლის დროსაც, ადგილობრივი ხალხის რწმენით, წინაპრების სულები ოჯახებს უბრუნდებიან, მათ კი ევალებათ, რომ სულებს მასპინძლობა გაუწიონ. ლილე, დათა და ანა მარტოხელა მამასთან ერთად ცხოვრობენ, რომელსაც უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. მამა ვერ ახერხებს ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას, რასაც ძლიერ განიცდის, თუმცა დარდს არავის უზიარებს. სახლისთვის უცხოა სიხარული და სილაღე. თუმცა, მოულოდნელად, ყველაფერი იცვლება, როდესაც სიცხიანი ლილე, ლიფანალის დღესასწაულზე, საკუთარ სახლში წინაპრების სულებს იხილავს. სულები ბავშვებს სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ ესტუმრებიან და მათი ამბავი მოულოდნელად შეიცვლის მიმართულებას.