DERON in Republic Tbilisi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
DERON in Republic Tbilisi

DERON in Republic Tbilisi

DERON in Republic Tbilisi
6, First Republic Square, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

DERON პირველად საქართველოში გახდი დაუვიწყარი შოუს მონაწილე ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია 

 28 ნოემბერს Vortex Group & Republic Tbilisi წარმოგიდგენთ House და Afro house გრანდიოზულ საღამოს. სპეციალური მოწვევით თბილისს ფრანგი დიჯეი და პროდუსერი DERON ეწვევა.

დიჯეი და პროდიუსერი საფრანგეთის რივიერიდან, DERON ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მას მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი არტისტები როგორებიც არიან HUGEL, CAMELPHAT და ADRIATIQUE.

 მან ყურადღება თავისი გამორჩეული სტილით მიიპყრო, რომელიც აერთიანებს ჰაუსს, ინდის და აფრო ჰაუსს სექსუალურ და მოდურ ვიბრებთან, რაც აცოცხლებს და იპყრობს მზარდ აუდიტორიას.

 მისმა ტრეკებმა „Loca“ და „Coge El Paso“, რომლებიც შესაბამისად Make The Girl Dance-სა და Defected Records-ზე HUGEL-თან თანამშრომლობით გამოვიდა, 2025 წლის რეიტინგებში ლიდერთა შორისაა.

 „Loca“ გავიდა მე-2 ადგილზე Top Afro House-ში და მე-14 ადგილზე Beatport-ის საერთო რეიტინგში, ხოლო „Coge El Paso“ ავიდა მე-3 ადგილზე Top Afro House-ში და მე-12 ადგილზე საერთო რეიტინგში, რომელსაც უკრავენ წამყვანი დიჯეები მთელ მსოფლიოში.

ამ წარმატებამ კარი გაუღო პრესტიჟულ კლუბებსა და ფესტივალებზე, როგორებიცაა Space (მაიამი), Pacha (იბიცა), Café Del Mar (ფუკეტი), Zamna (კოტ დ'აზური), Baoli (კანი), Elrow, Jimmy'z (მონაკო), SLS (მაიამი) და სხვა.

DERON ამ ზაფხულს, 2025 წელს გამოვიდა Hi Ibiza-ზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბად დასახელდა, სადაც ის მიწვეული იყო HUGEL-ის მიერ პლანეტის სხვა წამყვან დიჯეებთან ერთად.

DERON ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება, მასთან ერთად ღონისძიებაზე დაუკრავენ ადგილობრივი სცენის კარგად ცნობილი ქართველი არტისტები და უკრაინელი JANE რაც 28 ნოემბრის ღონისძიებას დაუვიწაყარს გახდის.

DOORS OPEN - 22:00

ფოტო და ვიდეო

DERON in Republic Tbilisi

ადგილი

რესპუბლიკა
რესტორანი რესპუბლიკა არის მაღალი კლასის რესტორანი არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი და ტერასით. ეს არის პირველი და ერთადერთი რესტორანი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ გრილზე მომზადებულ დავარგებულ თევზს და სხვა უამრავ სიახლეს. გვიანი საუზმის მენიუ 11:00-15:00, დინერის მენიუ 11:00-00:00.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება