დეპრესია და შფოთვა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დეპრესია და შფოთვა

დეპრესია და შფოთვა

დეპრესია და შფოთვა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „მენტალური ჯანმრთელობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან

 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პოსტპანდემიურ პერიოდში, დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობების შესახებ ცნობიერება მნიშვნელოვნად ამაღლდა, რამაც განაპირობა დროული გამოვლენისა და მათი სწორი მართვის შემთხვევების ზრდა, ორივე მდგომარეობა კვლავ რჩება დიდ გამოწვევად როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ისე ზოგადად ჯანდაცვის სფეროსთვის.

 არავალიდური და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, სტიგმა როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო საზოგადოებაში, სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და სხვა მრავალი ფაქტორი არის იმ ხელისშემშლელ გარემოებათა ნაწილი, რომლებიც აფერხებენ აღნიშნული მდგომარეობების დროულ ამოცნობას და ართულებენ მკურნალობისა და მხარდაჭერის პროცესს.

 მოცემული შეხვედრის მიზანია, მენტალური ჯანმრთელობის ლექციათა ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიაქციოს აუდიტორიის ყურადღება შფოთვითა და დეპრესიულ აშლილობებზე.

 შეხვედრის პარტნიორი - ინტეგრა - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

დეპრესია და შფოთვა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება