DEGAMEFI — წამყვანი Web3 / ბლოკჩეინ საზოგადოება და ღონისძიებების სერია კავკასიის რეგიონში წარმოგიდგენთ DEF-AI 2025 - რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას
19 სექტემბერი, თბილისი, რესპუბლიკა ივენთ ჰოლი — ღონისძიება, სადაც შეხვდებით ხელოვნური ინტელექტის და კრიპტოს სამყაროს - ინოვაციები, რეგულაციები, უსაფრთხოება და მათი რეალური გამოყენება
კონფერენციაზე შეხვდებით სფეროს პროფესიონალებს, მოისმენთ სადისკუსიო პანელებს და შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ციფრული საზოგადოების მომავალს
თუ ხარ კრიპტოს ან AI-ს სამყაროში — დამწყები, პროფესიონალი, დამფუძნებელი, ინვესტორი თუ უბრალოდ დაინტერესებული პირი — DEF-AI 2025 შენთვისაა!
წლევანდელი ღონისძიება ტარდება ჩვენი მთავარი პარტნიორის — Tether-ის მხარდაჭერით, რომელიც გლობალური ლიდერია კრიპტო სფეროში
პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: კრიპტო გადახდები, Stablecoins, რეგულაციები, AI-ის პრაქტიკული გამოყენება, ციფრული უსაფრთხოება და ზოგადად, ბლოკჩეინისა და AI-ის განვითარება.
კარის გახსნა: 10:00
პროგრამა დაიწყება 11:00