დავით სარაჯიშვილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი

🎥რეჟისორი: მაია შენგელია💼რეჟისორის თანაშემწე: თამაზ ქარაული🎼მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრა ლორთქიფანიძე💃ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე➡️მონაწილეობენ: პაატა მხეიძე, კახაბერ ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, რაჟდენ კერვალიშვილი, ეკატერინე შარიქაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ოქრუაშვილი ასაკობრივი შეზღუდვა: 12+დასაწყისი: 19:00
დავით სარაჯიშვილი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

ლიტერატურულ-დოკუმენტური წარმოდგენა დიდი ქართველი მეცენატის, მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას ასახავს. სპექტაკლი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მასში ნაჩვენებია XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული ასპექტები

ფოტო და ვიდეო

დავით სარაჯიშვილი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება