დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი"

დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი"
32 Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

01.02.2026
კვირა
20:00
25

აღწერა

1 მოქმედებად

თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.

ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება, თუ უზრუნველი ცხოვრება?

რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვნონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახის და, ამავდროულად, საქართველოს მომავალის გადარჩენას.

ფოტო და ვიდეო

დავით კლდიაშვილი

ადგილი

ილიაუნის თეატრი
ილიაუნის თეატრი არის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება