ენა:ქართული
147-ე სეზონი (2025-2026წწ)
სცენა : "დიდი სცენა"
პ რ ე მ ი ე რ ა
დარისპანის გასაჭირი
დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით
ტექსტის ადაპტაციის ავტორი ვალერი ოთხოზორია, გიორგი კაშია
რეჟისორი - გიორგი კაშია
მხატვარი - ანანო დოლიძე
კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა
რეჟისორის თანაშემწე - ელენე კომახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დარისპანი - ავთანდილ ქარჩავა
მართა - თამარ მაყაშვილი
პელაგია - ინგა ღირდალაძე
კაროჟნა - ხატია ფოფხაძე
ნატალია - სალომე ბედინეიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი)
ოსიკო - თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია
ონისიმე - ზურაბ შილაკაძე
ელენე - მარიამ მღებრიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე
კურსის სტუდენტი)
ა ნ ო ტ ა ც ი ა :
დავით კლდიაშვილის უკვდავი პროზაული ქმნილებები თავისი გამორჩეული ბუნების მეოხებით იმთავიდან იქცევდა და იქცევს ქართული (და არა მარტო ქართული) თეატრის ინტერესს. რა თქმა უნდა, ბათუმის დრამატული თეატრიც არაა გამონაკლისი.
რეჟისორმა გიორგი კაშიამ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა „დარისპანის გასაჭირის“ სცენური ვერსია. კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში ახალი კუთხით, ახალი თვალით გვაჩვენებს არსებულ სინამდვილეს. კლდიაშვილის დარისპანიც დამოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს.
სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1
სალაროს ნომერი - 0422 27 31 80
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858
სცენის მისამართები : "დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" - შ.რუსთაველის №1 ;
"მცირე სცენა" - ა.მელაშვილის №32
ძვრიფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ : ასაკობრივ ზღვარს ! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება !
ასაკობრივი შეზღუდვა 12+
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.
