გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები

გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები

გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან350
ქართული

განრიგი

05.04.2026
კვირა
11:00
350

აღწერა

𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები“, რომელსაც გაუძღვებიან დარგის წამყვანი ექსპერტები, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები სოფიო მაჭავარიანი და ნინო ქოჩიაშვილი.

📌 გადახდისუუნარობის სამართლის მთავარ ამოცანას კრედიტორების სამართლიანი დაკმაყოფილება წარმოადგენს. კანონი ცდილობს კომპანიის გადარჩენას (რეაბილიტაციას), ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება - მისი ქონების გაყიდვას და მიღებული თანხის განაწილებას. პროცესი იწყება მაშინ, როცა კომპანია უკვე ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს ან ამის რეალური საფრთხე არსებობს. სწორედ ამ ეტაპზე წყდება გადავა საქმე რეაბილიტაციაში თუ გაკოტრებაში.

〽️კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრედიტორმა იცოდეს საკუთარი უფლებები და შეძლოს ინტერესების დაცვა გადახდისუუნარობის რეჟიმში. პროცესის ნიუანსების ცოდნის გარეშე, იურისტისთვის ეს შესაძლოა დიდ სირთულედ იქცეს, ხოლო დროული და ჯეროვანი რეაგირების არარსებობამ შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

📌სწორედ ამიტომ, გადახდისუუნარობის რეჟიმის ძირითადი პრინციპების ფლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესსამართლის მიმართულებით მომუშავე იურისტებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მხარეთა სრულყოფილი და კვალიფიციური წარმომადგენლობა.

⭕️ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

🖇️კურსი განკუთვნილია:
👉იურისტებისათვის;
👉 ადვოკატებისათვის;
👉საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

განსახილველი თემატიკა: https://shorturl.at/AhokG

⏱️ხანგრძლივობა: ერთი დღე ( 6 საათი);
📆5 აპრილი : 𝟏𝟏:𝟎𝟎-𝟏𝟕:𝟎𝟎;
💸ღირებულება: 𝟑𝟓𝟎 ლარი;
📍გამართვის ადგილი: თბილისი, ლისი, მუხრან მაჭავარიანის #19
🌐კურსი ასევე 𝐋𝐢𝐯𝐞-რეჟიმით ჩატარდება 𝐙𝐨𝐨𝐦-ის პლატფორმის საშუალებით.

📄პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

📩დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ შემდეგიფორმა:

https://forms.gle/G7s2F9eDvudEoD7n8

❗️დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ელ-ფოსტაზე: 𝐭𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠@𝐣𝐣𝐜.𝐠𝐞
📲საკონტაქტო ნომერი: +𝟗𝟗𝟓 𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎

ფოტო და ვიდეო

გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალური საკითხები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება