მენიუ
Critical Mass არის ველო აქტივიზმის ფორმა - ველომოყვარულები იკრიბებიან და გადაადგილდებიან კონკრეტული მარშრუტით ქუჩებში.
იდეა დაფუძნებულია ძველ ლათინურ ანდაზაზე - "უსაფრთხოება რიცხვებშია", რაც მეტნი ვმოძრაობთ ერთად, მით უფრო ნაკლებია საფრთხე, რომელსაც ავტომანქანები ქმნიან. შეკრება თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევსაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება.