ფილმი, რომელსაც თავად რეჟისორი თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად მიიჩნევდა.
ბავშვობაში სამი და განუყრელები იყვნენ, მაგრამ გაიზარდნენ და ერთმანეთისგან დაშორდნენ. ერთ-ერთი მათგანის სასიკვდილო დაავადება აიძულებს მათ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ერთ სახლში მოიყარონ თავი. და დრო, რომ კვლავ გახდნენ ერთმანეთისთვის ახლობლები, დღითი დღე იკლებს.
„შეპირებები და კივილი“ – ალბათ ერთადერთი ფილმია ბერგმანის შემოქმედებაში, სადაც იგი საშუალებას აძლევს ფერს, გახდეს სრულფასოვანი გმირი. თეთრებში ჩაცმული ქალები წითელ სახლში ცხოვრობენ. სიკვდილი ზოგჯერ ნელა, ფრთხილად, ფეხაკრეფით მოახლოვდება, ზოგჯერ კი ველურ მხეცად იქცევა და ერთ-ერთი დის სხეულს ტანჯავს. აქ სუფევს თეთრი მაქმანი, იდეალური ხელოვნური ინტერიერები და, მათ კონტრასტზე, გულწრფელი, ნატურალისტური, დაუხვეწავი სიკვდილი.
თვით ბერგმანი ასე ხსნიდა წითლის სიჭარბეს:
„ფილმი „შეპირებები და კივილი“ — ეს არის სულის კვლევა; ჩემთვის სულ მუდამ წითელი ფერის სხვადასხვა ტონალობის ნესტიან მემბრანად წარმომედგინა.“
ფილმმა ოსკარი მიიღო საუკეთესო ოპერატორული სამუშაოსთვის.