𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 გთავაზობთ სამშენებლო სამართლის გაღრმავებულ პრაქტიკულ კურსს „სამშენებლო სამართალი 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞“, რომელსაც გაუძღვება სამშენებლო სამართლის ექსპერტი ნინა ჯულაყიძე.
𝟐𝟎𝟐𝟔 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა 𝟐𝟒 საათიანი კურსი „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“. ჯერ კიდევ კურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ცალკეული საკითხები გაცილებით მეტ დროსა და სიღრმისეულ პრაქტიკულ განხილვას საჭიროებდა.
⚡ თუ 𝐀𝐁𝐂-ზე არქიტექტურისა და მუნიციპალური ინსპექციის ძირითად საკითხებს ერთიან სისტემაში ვუყურებდით, 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞-ზე ამ ორ მიმართულებას უფრო სიღრმისეულად, ადმინისტრაციული ორგანოს/სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე განვიხილავთ.
სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები შერჩეულია მათი აქტუალობის გათვალისწინებით და მოიცავს იმ სამართლებრივ საკითხებსა და პრობლემურ შემთხვევებს, რომლებსაც სამშენებლო სფეროში მომუშავე იურისტები, არქიტექტორები, დეველოპერები და პროექტის მენეჯერები ყოველდღიურ საქმიანობაში რეალურად აწყდებიან.