📚"სალონური საუბრები სამართალზე" 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის ახალი პროექტია, რომელიც სამართლებრივ საკითხებზე საუბარს უფრო ცოცხალსა და ინტელექტუალურს ხდის.
💼 პროექტის საფუძველს წარმოადგენს წინასწარ შერჩეული სასამართლო გადაწყვეტილებები და პრაქტიკაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემები, რომელთა გარშემოც გაიმართება მსჯელობა, ანალიზი და დისკუსია.
📌 ეს არის ადგილი, სადაც სამართალი იხსნება რეალურ შემთხვევებზე, სასამართლო პრაქტიკაზე, პროფესიულ გამოცდილებასა და იმ პრაქტიკულ კითხვებზე დაყრდნობით, რომლებიც იურისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე ხშირად უჩნდებათ.
სალონური საუბრების ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრის თემად შეირჩა "ნარდობის ხელშეკრულება მშენებლობაში და სასამართლო პრაქტიკა".
🎙️ შეხვედრას გაუძღვებიან:
👉 ეკატერინე გასიტაშვილი - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე 𝟐𝟎𝟏𝟓–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ.
👉 ნინა ჯულაყიძე -სამშენებლო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით სპეციალიზებული იურისტი;
🧩 ეს არ არის სტანდარტული ტრენინგი, ესაა შეხვედრა მათთვის, ვისაც სურს ნარდობის ხელშეკრულება დაინახოს არა მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლის ჩარჩოში, არამედ სამშენებლო პროცესის, სასამართლო პრაქტიკისა და რეალური დავების მართვის ჭრილში.
👥 ადგილზე დასწრება შეზღუდულია!
შეხვედრას დაესწრება მხოლოდ 𝟏𝟎 მონაწილე, რაც უზრუნველყოფს დისკუსიის მაღალ ხარისხს, მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და იმ განსაკუთრებული სალონური ატმოსფეროს შენარჩუნებას, რაც ამ პროექტის მთავარი კონცეფციაა.
💻 Zoom-ით დასწრება შესაძლებელია
📍 თარიღი: 𝟒 ივლისი
🕛 დრო: 𝟏𝟏:𝟎𝟎–𝟏𝟕:𝟎𝟎 საათი
📌 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეტრე მელიქიშვილის #𝟓, სასტუმრო “აფიშა”.
💳 ღირებულება: 𝟑𝟗𝟎 ლარი
📑 დეტალური სილაბუსი: https://shorturl.at/3lBPK
📞 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎;
🗣️ იურიდიული განათლება ახალ ფორმატს იძენს!