CloseUp Tbilisi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
ღონისძიება უკვე ჩატარდა
CloseUp Tbilisi

CloseUp Tbilisi

CloseUp Tbilisi
8, სიონის ქ.
ბილეთის ფასი
დან365
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

პირველად საქართველოში!🎉 

 

3 დღიანი სემინარი-ვორქშოპი თეატრისა და კინოს დამწყები და პროფესიონალი არტისტებისთვის! 🎭🎬

 

📢 თუ ხარ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ან უბრალოდ გიყვარს და გაინტერესებს ეს სფერო, შენ გაქვს უნიკალური შანსი, ქვეყნიდან გაუსვლელად, შენსავე ქალაქში ეზიარო საერთაშორისო გამოცდილებას და გაატარო დაუვიწყარი, შემოქმედებითი 3 დღე!

 

╰┈➤⋆⭒˚。⋆ 𝐒𝐏𝐄𝐂𝐈𝐀𝐋 𝐆𝐔𝐄𝐒𝐓 ⋆⭒˚。⋆

 

ვორქშოპს გაუძღვება სპეციალურად იტალიიდან მოწვეული თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი, სცენარისტი, პედაგოგი თიმ დეიში (𝐓𝐈𝐌 𝐃𝐀𝐈𝐒𝐇) 

 

გადაღებულია ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან - ⭐მონიკა ბელუჩი, ვუპი გოლდბერგი, ტონი კოლეტი, ენდი მაკდაუელი⭐ და სხვები.

 

🎭🎥📺 თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებით მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტში წამყვან მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად.

 

🖊️📖 პროფესიული მომზადება აქვს ჩატარებული 500-ზე მეტი (500+) სტუდენტისთვის დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ქმნის ორიგინალურ პროექტებს საერთაშორისო ბაზრისთვის. მისი მიდგომა ორიენტირებულია თანამშრომლობასა და მოქმედი, თუ მომავალი თაობის ხელოვანების გაძლიერებაზე.

___________

 

ვორქშოპის შესახებ:

📢✋🏻🎬GOODBYE HOLLYWOOD : მანიფესტი დამოუკიდებელი კინოწარმოებისთვის : სემინარი-ვორქშოპი მსახიობების, სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის‘! 🎭✍🏻🎥

🎞️დღე 1 (12 ივნისი, პარასკევი 19:00-23:00)

📌ძირითადი პრინციპები: თანამშრომლობითი შემოქმედების საფუძვლები/ დისკუსია და კითხვა-პასუხი

 

🎞️დღე 2 (13 ივნისი, შაბათი 12:00-18:00)

📌სამსახიობო ხელოვნების ჰოლისტიკური ტექნიკასთან გაცნობა/დისკუსია და კითხვა-პასუხი/ პრაქტიკული სამუშაო (სურვილისამებრ)

 

🎞️დღე 3 (14 ივნისი, კვირა 12:00- 18:00)

📌მსახიობი, როგორც სცენარისტი/ მსახიობი, როგორც რეჟისორი/ როგორ ვაქციოთ იდეა ფილმად/ დისკუსია და კითხვა-პასუხი

 

ფორმატი რა თქმა უნდა, ითვალისწინებს მცირე შესვენებებს პროცესში.

 

ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთო შემოქმედებით პროცესში და მიიღოს პასუხები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. შენც შეგიძლია გახდე ამ პროცესის მონაწილე! 🫵

 

🔠 სამუშაო ენა - ქართული/ინგლისური (თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი)

 

📅12/13/14 ივნისი

 

📍სიონის 8, ბამბის რიგი (ქარვასლა და ARTERIA)

 

Closeup Tbilisi - it’s time for your close-up 🎥❤️📽️

ფოტო და ვიდეო

CloseUp Tbilisi

ადგილი

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ასახავს თბილისის ისტორიას ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ქარვასლას მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა მრავალფეროვან სახელოვნებო პროექტებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ - სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება