პროფესიული დასუფთავების სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. თანამედროვე კომპანიები, სასტუმროები, ბიზნეს ცენტრები და კერძო ობიექტები სულ უფრო მეტად ეძებენ კვალიფიციურ, სტანდარტებზე ორიენტირებულ სპეციალისტებს.
ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს რეალური პროფესია, პრაქტიკული ცოდნა და ისწავლოს თანამედროვე მეთოდებით მუშაობა - როგორც დასაქმებისთვის, ისე საკუთარი საქმიანობის დასაწყებად.
12 შეხვედრიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში შეისწავლი:
✔ პროფესიული დასუფთავების თანამედროვე მეთოდებს
✔ ქიმიური საშუალებების სწორ და უსაფრთხო გამოყენებას
✔ საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების პროფესიულ მოვლას
✔ რთული ზედაპირების და ლაქების დამუშავებას
✔ საერთაშორისო სტანდარტებსა და მომსახურების კულტურას
✔ კლიენტებთან კომუნიკაციასა და ბიზნესის მართვის საფუძვლებს
კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, რაც დაგეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებაში.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:
- პროფესიულად დასუფთავების სფეროში დასაქმებას
- დამოუკიდებლად მომსახურების გაწევას
- საკუთარი დასუფთავების სერვისის ან კომპანიის განვითარებას
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების შეთავაზებას კურსის ბოლოს გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა კურსის გავლისა და ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი, როემლიც გამოდგება ნებისმიერ სასტუმროსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
დაწყების თარიღი: 9 ივნისი, 2026
დასრულების თარიღი: 16 ივლისი, 2026.
კურსი ტარდება კვირაში 2-ჯერ.
თითო შეხვედრის განგრძლივობა: 19:00 - 22:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.
ღირებულება:
ონლაინ დასწრება: 950 ლარი;
რეალური შეხვედრების სივრცეში დასწრება: 1200 ლარი.