მენიუ
📽 29.03-დან 3.04-მდე Cinemaholics Tbilisi-ში “სრულყოფილი დღეები” (რეჟ. ვიმ ვენდერსი, 2023)
ფილმის სათაური ლუ რიდის სიმღერიდან იღებს სათავეს: მასსავით მელანქოლიური და სევდიანი იმედით სავსეა. პროტაგონისტი, ჰირაიამა, მარტო ცხოვრობს, ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკეთებს, მიდის სამსახურში ტუალეტების დასასუფთავებლად, იღებს ფოტოებს, მიდის აბანოში, ვახშმობს ერთსა და იმავე ადგილას და ძილის წინ წიგნს კითხულობს, სანამ მეორე დილით ისევ იგივე არ განმეორდება. მისი ცხოვრება მარტივია, ხმაურისა და სიყალბისგან დაცლილი და თუმცა სხვებისთვის შეიძლება დაცემის ილუსტრაციაც იყოს, თავად ყოველ დილას ანთებული თვალებით უხდის ცას მადლობას ახალი, სრულყოფილი დღის მოცემისთვის.