მენიუ
2.02-დან 7.02-მდე Cinemaholics Tbilisi-ში “დაცვენილი ფოთლები” (რეჟ. აკი კაურისმაკი, 2023)
თანამედროვე ჰელსინკიში ორი მარტოსული, სიყვარულის მაძიებელი სული ადგილობრივ კარაოკე-ბარში შემთხვევით შეხვდებიან. თუმცაღა, მათი ბედნიერებამდე მიმავალი გზა მრავალი დაბრკოლებითაა დახუნძლული-დაკარგული ნომრებით დაწყებული, მცდარი მისამართით, ალკოჰოლიზმითა და მომხიბლავი მაწანწალა ძაღლით დამთავრებული. ეს არის ფილმი, რომელიც შეიძლებოდა მარტივად ყოფილიყო სასოწარმკვეთი, მაგრამ კაურისმაკი როგორღაც ახერხებს მასში სისხარტისა და ოპტიმიზმის წამოწევას. მიხედავად მძაფრ ემოციებთან გამკლავებისა, ,,დაცვენილი ფოთლები“ ერთობლივი სიკეთის ნაზი, თუმცა ღრმა შეხსენებაა.