ჩიკაგო
თეატრი

ჩიკაგო

მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი "ჩიკაგო ტრიბუნის" კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. 
ჩიკაგო
99 Beliashvili St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

"წისქვილი ჯგუფი" და "არქი" წარმოგიდგენთ ლეგენდარულ მუსიკალურ ვოდევილს - "ჩიკაგოს". "ჩიკაგოს" ოფიციალური ლიცენზია "წისქვილი ჯგუფმა" მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან შეიძინა. 

"ჩიკაგო" - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს ლეგენდად ქცეული მიუზიკლის რეკორდია. "ჩიკაგოს" მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.

კარი იხსნება: 20:00 სთ.
წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ.

ფოტო და ვიდეო

ჩიკაგო

ადგილი

«თეატრი» (წისქვილი)
«თეატრი» (წისქვილი)
99 Beliashvili St., Tbilisi
"თეატრი" - მულტიფუნქციური პავილიონია, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. "თეატრში" ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით. ასევე დაესწროთ დაჯილდოებას, კონფერენციას, კერძო წვეულებას, კორპორატიულს, ქორწილს, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.