თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში - ფილარმონიაში, „წისქვილის თეატრი“ ლეგენდარულ მიუზიკლს „ჩიკაგოს“ წარმოგიდგენთ.
„ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს მიუზიკლის რეკორდია.
„ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.
მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი.
მონაწილეობენ:
ანა ქურთუბაძე, მარიამ როინიშვილი, ანდრია გველესიანი, გიგი დედალამაზიშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, თინათინ წულაძე , ანა წერეთელი, ანა გვანცელაძე, თამთა შალამბერიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკა ჭკადუა, ლუკა ხეჩუმაშვილი, ანდრია ზაქარაია, თეკლა სულაქველიძე, რატი ბლიაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი სუთიძე, გიორგი ჩხეიძე, თეო კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნუცა ტარუაშვილი, ანა შუბლაძე, ნატაშკა იაშვილი, ლონდა ტყემალაძე.
შემოქმედებითი ჯგუფი:
• დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
• რეჟისორი: გურანდა იაშვილი
• მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
• ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
• ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის„ჩიკაგოს“ - მოტივებზე)
• სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
• დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
• კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
• მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
• ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
• მაკიაჟი: თინათინ რატიშვილი, ეკატერინე ჯაფარიძე
• ვარცხნილობა: თამუნა ყამბარაშვილი, თამუნა იაძე
• სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი