CHICAGO • Batumi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
CHICAGO • Batumi

CHICAGO • Batumi

CHICAGO • Batumi
2, ნინოშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

12.09.2025
პარასკევი
19:00
30 ₾ - 80
30 ₾ - 80
ვრცლად

აღწერა

12 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, „წისქვილის თეატრი“ ლეგენდარულ მიუზიკლს „ჩიკაგოს“ წარმოგიდგენთ.

„ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს მიუზიკლის რეკორდია.

„ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.

მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი.


მონაწილეობენ:

მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, თინათინ წულაძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, გიორგი გიგიბერია, ლუკა ხეჩუმაშვილი, ანდრია ზაქარაია, ირაკლი თოდუა, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, თეონა კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ანა შუბლაძე, თამთა გასიშვილი, ლონდა ტყემალაძე.

ფოტო და ვიდეო

CHICAGO • Batumi

ადგილი

Batumi Summer Theatre

შენობა აღდგა 2013 წელს, 2001 წლის ხანძრის შემდეგ.
თეატრის თავდაპირველი ხის ნაგებობა აშენდა 1947 წელს, არქიტექტორების — კახა ჯავახიშვილის და ბოგდან კირაკოსიანის მიერ.
ბათუმი, 2022

ამ ადგილის ყველა ღონისძიება