კამერული მუსიკის საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
კამერული მუსიკის საღამო

კამერული მუსიკის საღამო

კამერული მუსიკის საღამო
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.11.2025
პარასკევი
19:00
20

აღწერა

პროგრამა:

რ. შუმანი - ვოკალური ციკლი "პოეტის სიყვარული"

გ. მალერი ვოკალური ციკლი "რიუკერტის სიმღერები"


მაიკლ მიულერ-კასტელანი 17 წელია კილის ოპერის თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს ტენორის გერმანულენოვანი მრავალი წამყავნი პარტია : ტამინოდან და დონ ოტავიოდან დაწყებული მაქსით, ფლორესტანითა და პაულით დამთავრებული - მისი დებიუტი ვაგნერის ტანჰოიზერის როლში 2026 წელსაა დაგეგმილი. როგორც მოწვეულ სოლისტს, მას გერმანიასა და ევროპაში მრავალ საოპერო და საკონცერტო დარბაზში უმღერია. ის ასევე კარგად ერკვევა თანამედროვე რეპერტუარშიც, მან მთავარი როლები შეასრულა იური რაინვერეს, კრისტობალ ჰალფტერისა და მარკო ტუტინოს მსოფლიო პრემიერებში. სწავლობდა ზაარბრიუკენის (თბილისის პარტნიორი ქალაქი) ზაარის მუსიკის უმაღლეს სკოლაში და ნიუ-იორკის ისტმენის მუსიკალურ სკოლაში.

გერმანელი დირიჟორი და პიანისტი სტეფან ბონე ამჟამად კილის ოპერის თეატრის კაპელმაისტერია. ბოლო წლებში წარმატებით იდირიჟორა შემდეგი სპექტაკლები: ვერდის „დონ კარლოსი“, „ფალსტაფი“ და „ოტელო“, ასევე პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული“ და პუჩინის „ბოჰემა“. 2022 წლიდან ის დიდი რეგიონის კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელიც პანევროპული სიმფონიური კამერული ორკესტრია, სათაო ოფისიც თბილისის პარტნიორ ქალაქ ზაარბრიუკენშია დაფუძნებული. სტეფანის საქმიანობა რეგიონულ და საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს და დირიჟორობის მიმართულებით ფრაიბურგსა და ზაარბრიუკენში მიიღო. სტეფან ბონე წარმატებული კამერული მუსიკის და ლიდის შემსრულებელია.

ფოტო და ვიდეო

კამერული მუსიკის საღამო

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება