გარდატეხის ასაკის სირთულეები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
გარდატეხის ასაკის სირთულეები

გარდატეხის ასაკის სირთულეები

გარდატეხის ასაკის სირთულეები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან45
ქართული

აღწერა

 

მოზარდობის ასაკი ის ეტაპია, როცა ბავშვის სამყაროში იწყება დიდი ცვლილებები.

ეს არის პერიოდი, როდესაც ერთი შეხედვით „რთული ქცევის“ უკან ხშირად იმალება ემოციური ქაოსი, იდენტობის ძიება, შინაგანი ბრძოლები და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პროცესები. სწორედ ამიტომ, მოზარდებთან ურთიერთობა ამ დროს განსაკუთრებულ ცოდნას, სიფრთხილესა და მგრძნობელობას მოითხოვს.
 

გიწვევთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროს ყველა მშობელი, მასწავლებელი, ფსიქოლოგიის სტუდენტი, ფსიქოლოგიითა და ბავშვთა აღზრდით დაინტერესებული ადამიანი.
 

 

ეს იქნება სივრცე, სადაც მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ მოზარდის შინაგანი სამყაროა და ის შესაძლო მიზეზების შესახებ, რომლებიც ხშირად მის ქცევაში, პროტესტში, ემოციურ ცვლილებებსა და ურთიერთობების სირთულეებში ვლინდება.
 

გარდატეხის ასაკში ხშირად ვხედავთ მოტივაციის დაქვეითებას, კონცენტრაციის სირთულეებს, კონფლიქტებს, თვითშეფასების შემცირებას და ემოციურ არასტაბილურობას. ამ ყველაფრის სწორად გაგება და მოზარდთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნა უმნიშვნელოვანესია როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
 

ამ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ზურაბ ვახანია, მრავალწლიანი გამოცდილებით ფსიქოლოგიისა და განათლების სფეროში . მისი ხედვა აერთიანებს აკადემიურ სიღრმესა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 

შეხვედრა გაიმართება ღია დიალოგის ფორმატში . ვისაუბრებთ რეალურ გამოწვევებზე, განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს და ვუპასუხებთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად აწუხებთ მშობლებსა და მასწავლებლებს.
 

ეს არ იქნება მხოლოდ ლექცია, ეს შეხვედრა იქნება სივრცე აზრების გაზიარებისთვის, გამოცდილებისა და ახალი ხედვების მიღებისთვის.

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

მის: თინა იოსებიძის 57, სართული 10 . ლიფტის კოდი 88491289#

 

ფოტო და ვიდეო

გარდატეხის ასაკის სირთულეები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება