გიწვევთ კერამიკის მასტერკლასზე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ და განსაკუთრებულ არტისტულსივრცეში - ლეგენდარულ გაბრიაძის თეატრში.
აქ, მხატვრული დეტალებით სავსე ჯადოსნურ გარემოში, რომელიც მარიონეტებით მოთხრობილ უამრავ ისტორიას ინახავს, მონაწილეები შექმნიან რეზო გაბრიაძის სამყაროს ვიზუალური ენით შთაგონებულკერამიკულ ნამუშევრებს პროფესიონალი მხატვარ-კერამისტის ხელმძღვანელობით.
უნიკალური კულტურული გამოცდილება, მხატვრის სახელოსნოსა და თეატრალური სივრცის სინთეზი, სადაც მონაწილეებს ექნებათ უშუალო წვდომა გაბრიაძის ხელოვნების ესთეტიკასთან, მისი ესკიზების მიზანმიმართულად არასრულყოფილ ხაზებში დაფარულ სითბოსა და თამაშის პოეტიკასთან.
ფორმატი
• მცირე ჯგუფები — მაქსიმუმ 10 მონაწილე
• მინიმუმ 4 მონაწილე
• ხანგრძლივობა: 1.5–2 საათი
• იდეალურია სოლო მოგზაურებისთვის, წყვილებისთვის, ოჯახებისა და კერძო ჯგუფებისთვის
რა ელით სტუმრებს
• მოკლე შესავალი რეზო გაბრიაძის შემოქმედებით სამყაროში
• პროფესიონალური კერამიკული საღებავები და მასალები
• კერამისტი-მხატვრის ინდივიდუალური მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში
• ორიგინალური კერამიკული ნამუშევრის შექმნა — ფინჯანი, ფილა ან ფიგურა, რომელიც შთაგონებულიიქნება თეატრის ვიზუალური მითოლოგიით
თითოეული ნამუშევარი გამოიწვება ღუმელში და 3 დღეში იქნება მზად. შესაძლებელია, როგორც ადგილზე გატანა, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით. ყველა ნივთი მოგეწოდებათ სპეციალურ ბრენდირებულ შეფუთვაში. ეს იქნება თქვენივე ხელით შექმნილი პატარა სუვენირი, რომელსაც გაიყოლიებთ სახლში.
რატომ ამახსოვრდებათ სტუმრებს ეს გამოცდილება
• უნიკალური შესაძლებლობა, შეიგრძნონ გაბრიაძის სამყაროს ატმოსფერო
• კულტურული გამოცდილება, რომელიც სცდება ჩვეულებრივ ტურიზმს
• პრაქტიკული შემოქმედებითი პროცესი, რომელიც თავად მოგზაურობის ნაწილად იქცევა
• უნიკალური, ხელნაკეთი ნივთი, რომელიც ძველი თბილისის სულს ატარებს
ყველა სტუმარი სახლში საკუთარი მოხატული ნივთით ბრუნდება. თუმცა ბევრს მიჰყვება შეგრძნება, რომ ამ ორი საათის განმავლობაში ისინი თავად აღმოჩნდნენ გაბრიაძის ერთ-ერთ ჯადოსნურ ისტორიაში.
გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.
1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.
ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "
არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.
გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.
რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.
თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.
რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.
"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
პიტერ ბრუკი