კარმენი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კარმენი

კარმენი

კარმენი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან8
advertising
ქართული

განრიგი

16.09.2025
სამშაბათი
20:00
8 ₾ - 30
8 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

„კარმენ სუიტა“ — ბალეტი ერთ მოქმედებად — დაყრდნობილია ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებზე. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შეაქმნა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.

ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე.

ისტორია მოგვითხრობს მაცდუნებელ და დაუდგომელ კარმენზე, რომელიც შეყვარებულია თავისუფლებაზე და უარს ამბობს ერთგულებასა და შეზღუდვებზე. მისი ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს — კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.

ქორეოგრაფი გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას.

 

ფოტო და ვიდეო

კარმენი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება