„სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ — აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ლექციათა ციკლია. სესიები დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციამდე
სესიების ფარგლებში მეექვსე შეხვედრა გაიმართება Veli.store-ის ციფრული მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელ გიორგი ბერეჩიკიძესთან თემაზე: „ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია“.
შეხვედრა მიმოიხილავს საკითხებს, რომლებიც ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს: მომხმარებლის ციფრული გზა (customer journey), საკომუნიკაციო პლატფორმები, მონაცემებისა და ოპერაციების ავტომატიზაცია, ელ-კომერცია და წარმატებული ონლაინ მაღაზიის შექმნის საფუძვლები. გავიგებთ, რა გვჭირდება ეფექტური ციფრული გაყიდვისთვის, როგორ შევაფასოთ შედეგები და რა ნაბიჯებია გადასადგმელი გაციფრულების გზაზე.
დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი