ბიზნეს ანალიტიკა
სტრატეგიულ და ციფრულ პროექტებში
გზა იდეიდან წარმატებამდე
რატომ ბიზნეს ანალიტიკა?
თანამედროვე ცვალებად და ხშირად ტურბულენტურ გარემოში კომპანიებში მატულობს სწრაფად და ეფექტურად რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებები. ტექნოლოგიები და ბაზარი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენი სამუშაო აღწერილობები. ამ რეალობაში ადაპტირება ლიდერის მთავარი „ზეძლიერებაა“. ეს კი ნიშნავს: დასვა სწორი კითხვები; დაინახო კავშირები იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ; მიიღო გადაწყვეტილება და სწრაფად შეცვალო სტრატეგია გარემოს შესაბამისად.
რას მივიღებ ტრენინგის გავლის შემდეგ?
ბიზნეს ანალიტიკის ტრენინგი დაგეხმარებათ განავითაროთ ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნების უნარი, საჭიროებების დადგენის, ეფექტური
გადაწყვეტილებების მიღების, დაინტერესებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციისა და ამოცანის დასმის უნარები. ასევე ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა ბიზნეს პროცესების აღწერა და მოდელირება, გარემოს და ბიზნეს მოდელის ანალიზი, ციფრული
სისტემების ფუნქციური ანალიზი და ხარისხის უზრუნველყოფა.
ტრენინგის გავლის შემდეგ გეცოდინებათ ნებისმიერი ახალი იდეის ან ცვლილების განხორციელების ეტაპები და ამ ეტაპებისთვის აუცილებელი ქმედებები, სასარგებლო ტექნიკები და ინსტრუმენტები.
ტრენინგი პრაქტიკული ხასიათისაა, გაჯერებულია სავარჯიშოებით, პრაქტიკული ქეისებით და რეალური მაგალითებით. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები მარტივად შეძლებენ საკუთარ საქმიანობაში გადმოიტანონ შეძენილი ცოდნა და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის შედეგები.
ვისთვისაა კურსი?
კურსი იქნება საინტერესო და ეფექტური
- თუ ავითარებთ კომპანიაში ბიზნეს პროცესებს, პროდუქტებს, ინფორმაციულ სისტემებს
- თუ მუშაობთ კომპანიის სტრატეგიაზე
- თუ გსურთ შექმნათ თქვენი მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილება
- ან მონაწილეობას იღებთ ციფრულ პროექტებში
- თუ გსურთ რომ თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილება იყოს მაქსიმალურად ეფექტური
- თუ გსურთ, რომ თქვენი დასმული ამოცანა გასაგები იყოს შემსრულებლისთვის, ან თქვენთვის გადმოცემული დავალება არ იწვევდეს გაუგებრობებს
კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ:
აიტი ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, Scrum გუნდების წევრები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, რისკების მენეჯერები, პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები, გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერები, მომხმარებელთა გამოცდილებაზე პასუხისმგებელი პირები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები.
ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა - ჯამში 18 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული
ფიზიკური შეხვედრები: Radisson RED Tbilisi
ფასი: 1150 ლარი
დაწყების თარიღი: 20 თებერვალი; სამშაბათი/პარასკევი
შეხვედრა გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 19:00 - 22:00 საათამდე
ტრენერი :
მარიკა კლდიაშვილი (PMP, SFLBA, ACC, CSSYB, Ph.D) ციფრული ტრანსფორმაციის, პროექტების მართვის და ბიზნეს ანალიზის ექსპერტი 25+ წლიანი გამოცდილებით ქართულ და საერთაშრისო კომპანიებში; MIT GLEEN წევრი; PROFFORMANCE Award Nominee.
ტრენინგის შეფასება და შედეგები:
ტრენინგი გავლილი აქვს უკვე 700+ მონაწილეს - წარმატების ინდექსი 98% - ტრენინგის შედეგად 72%-ში ფიქსირდება მონაწილეთა კარიერული ზრდა;
რას ამბობენ მონაწილეები?
‘ეს არის იდეალურად სტრუქტურირებული პროგრამა, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ავსებს. 2 თვის განმავლობაში მან შეძლო ჩემთვის არა მხოლოდ მყარი ფუნდამენტის შექმნა, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც დღეს ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.’
ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი; ასევე, ტრენინგი წარმოადგენს ბიზნეს ანალიტიკის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის და მენტორინგის წინაპირობას.
