ბუნკერი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ბუნკერი

ბუნკერი

ბუნკერი
127 David Agmashenebeli Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ქართული

განრიგი

25.12.2024
ოთხშაბათი
19:00
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

9 აპრილი გლოვის დღეა. 1989 წელს, სწორედ ამ დღეს დახოცა გენერალმა როდიონოვმა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი მომიტინგეები. 9 აპრილი მილას დაბადების დღეა და ამავდროულად მისი და გენას ქორწინების თარიღიც, მაგრამ გლოვის დღეს არავის ახსოვს დღესასწაული. მილას და გენას სიყვარული დღესასწაულივით დაიწყო, 80-ანი წლების ბოლოს, ქალაქ ერევანში, თუმცა მალევე დაიშალა და დაინგრა, ზუსტად ისე როგორც საბჭოთა კავშირი. ყარაბაღის ომს გამოქცეულმა წყვილმა თავი ქალაქ თბილისს, ზღვის უბანს შეაფარა და მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. ზემა - მილას და გენას უფროსი ქალიშვილი პოლიციელია, უმცროსი შვილი, ლაზარე - კურიერად მუშაობს. საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი ოჯახი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ბუნკერიდან თავის დასაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს. ივა ფეზუაშვილის ცნობილი რომანი “ბუნკერის” პირველი სასცენო ინტერპრეტაცია დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე დაკვირვებაა, რომელიც ცდილობს გამოყოს ადამიანები ისტორიული ნარატივისგან და მოგვიყვეს მათი ცხოვრების შესახებ.

ფოტო და ვიდეო

ბუნკერი

ადგილი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
127 David Agmashenebeli Avenue, Tbilisi
ვასო აბაშიძის ახალი თეატრი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე 127-ში მდებარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება