20 მარტს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ ერთ საღამოსთვის საოცარ მუსიკალურ სივრცედ გარდაიქმნება და ფრანგულ მუსიკალურ პროექტს BREAKBOT & IRFANE-ს, ასევე ბრიტანელ არტისტს ROUTE 94-ს უმასპინძლებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული მუსიკალური პროექტი Breakbot, ვოკალისტ Irfane-თან ერთად, სცენაზე თავის გამორჩეულ ჟღერადობას წარმოგვიდგენს. მათთან ერთად სცენას Nearsonic დაიკავებს.
Breakbot — ფრანგი მუსიკოსის, პროდიუსერისა და დიჯეის, Thibaut Jean-Marie Michel Berland-ის პროექტია, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში 2009 წლიდან, Ed Banger Records-ზე გამოცემული ნამუშევრებით მოიპოვა აღიარება. მისი მუსიკა French house-ის, electro house-ის, disco house-ისა და nu-disco-ს ჟღერადობებით არის გაჯერებული. დიდი შანსია, ერთხელ მაინც გქონდეს მოსმენილი, რადგან Breakbot-ისა და Irfane-ის ერთობლივი ჰიტი “Baby I’m Yours” მათი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.
ასევე აღსანიშნავია ტრეკი “Star Tripper”, რომელიც გამოყენებულია ფილმში Star Wars.
Breakbot-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა რემიქსებმა ისეთი არტისტების ნამუშევრებზე, როგორებიც არიან: Röyksopp, Digitalism და Chromeo. მისი მუსიკა გამოყენებულია პოპულარულ ვიდეო თამაშებშიც — Gran Turismo 5 და Forza Horizon 3.
※ https://youtu.be/6okxuiiHx2w
※ https://youtu.be/PY6WIpCD1L4
Route 94, იგივე Rowan Jones, გამოირჩევა მრავალფეროვანი ჟღერადობით და ნათლად ასახავს ლონდონის რიტმსა და ბრიტანულ მუსიკალურ კულტურას.
ლონდონელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა მსოფლიო აღიარება ჰიტით “My Love” მოიპოვა, რომელიც არაერთხელ მოხვდა ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში.
მექსიკა, მაიამი, ამსტერდამი, სიდნეი, იბიცა — Route 94 მსოფლიოს არაერთ წამყვან კლუბში დაუკრავს; ახლა კი თავისი ბითების უნიკალურ ნაზავსა და ყველასთვის კარგად ნაცნობ მელოდიებს თბილისში გააჟღერებს.
※ https://www.youtube.com/watch?v=BS46C2z5lVE
※ https://www.youtube.com/watch?v=7BfQFqiIKJ0
TIMETABLE
21:00 • Doors Open
22:00 • NEARSONIC
00:00 • BREAKBOT & IRFANE
02:00 • ROUTE 94
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
📲 მაგიდების დასაჯავშნად: 579 002 987
