ბრაზილია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ბრაზილია

ბრაზილია

ბრაზილია
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ანტიუტოპია სამყაროზე, სადაც ადამიანებზე ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და ვენტილაციის სპეციალისტები ბატონობენ. ინფორმაციის სამინისტროს კლერკის ორთოგრაფიული შეცდომის შედეგად, მსგავსი კლერკის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება: მანამდე მხოლოდ სიზმრებში მფრინავი, უხეში, ტერორისტად შეცდომით გამოცხადებული გოგონათი შეყვარებული ხდება და თვითონაც მოულოდნელად სახელმწიფოს მტრად გადაიქცევა.

იდეა ტერი გილიამს ერთ ინდუსტრიულ ქალაქში გაუჩნდა, როდესაც ნახშირის მტვრისგან დაბინძურებულ სანაპიროს შეხედა. მან წარმოიდგინა, როგორ ზის ბიჭი ნაპირზე და ფიქრებში თავს ნამდვილ სამოთხეში პოულობს, რადიოდან შემთხვევით მოსმენილი მელოდიის „Aquarela do Brasil“-ის ფონზე. სწორედ ამ სიმღერამ მისცა ფილმს სახელი, თუმცა გილიამის ანტიუტოპიას ბრაზილიის ქვეყანასთან არაფერი აკავშირებს.

ფილმი სიმბოლურად 1984 წელს უნდა გამოსულიყო (ორუელის რომანის გავლენა აშკარაა). თუმცა, ის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, Universal-ის კომპანიასთან უთანხმოების გამო. პროდიუსერი ჰეფი-ენდის მომხრე იყო, რეჟისორი კი არ თმობდა. შედეგად, ფილმს ორი ვერსია აქვს (ცხადია, ჩვენ რეჟისორის ვერსიას ვნახავთ).

ფოტო და ვიდეო

ბრაზილია

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება