ბრაჰმანი და ჰადოქარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ბრაჰმანი და ჰადოქარი

ბრაჰმანი და ჰადოქარი

ბრაჰმანი და ჰადოქარი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

19.06.2026
პარასკევი
19:00
30 ₾ - 35
30 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

 

,,ბრაჰმანი და ჯადოქარი“ ეფუძნება ცნობილ ინდურ ზღაპრებს - „ბრაჰმანი და ჯადოქარი“, „ბრაჰმანი და გარეული ბატები“ და „ანტურამი და სანტურამი“.


სპექტაკლი ინგლისელ მასწავლებელთან და მის სამ შვილთან ერთად შორეულ ინდოეთში გამოგზაურებთ, სადაც ეგზოტიკურ კულტურას, აღმოსავლურ სიბრძნესა და ჯადოსნურ სამყაროს გაეცნობით.


სიუჟეტი ბრაჰმანის ულამაზესი ასულის, ბასანტას გარშემო ვითარდება. ინგლისიდან ჩამოსული მასწავლებლის, ელიზაბეტის მიზანი, სწორედ ბასანტას გაღიმებაა.

ასევე სპექტაკლის მთავარი ხაზია მსახურ სომილაკასა და შარლოტას აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპრების ფერად, ჯადოსნურ სამყაროში გადაგიყვანთ და ,,ნამდვილი ინდური ზაფხულის ღამის სიზმრების'' ატმოსფეროში გაეხვევით, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთშია არეული.

 

ფოტო და ვიდეო

ბრაჰმანი და ჰადოქარი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება