კრივის საღამო - მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები და საქართველოს საჩემპიონო ქამარი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ პროფესიონალური კრივის მორიგ გრანდიოზულ შოუს.
ქართული პროფესიონალური კრივის ამომავალი ვარსკვლავები გივი თოდუა, თეონა ფიროსმანაშვილი და გიორგი გიგნიაშვილი მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში უცხოელ მეტოქეთა პირისპირ.
სუპერ საშუალო წონაში საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება - გამოცდილი მოკრივეები ნოდარ რობაქიძე და ვალერი გოჯიაშვილი 10 რაუნდიან ბრძოლაში.
გამორჩეულ ახალგაზრდა და გამოცდილ მოკრივეთა დაპირისპირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან - ევროპული დონის შოუ, ქართული სული და ნამდვილი კრივი!
