შემოგვიერთდით Another Valley-ში — სივრცეში,სადაც თბილისში Bordeaux ღვინოების ყველაზე დიდი კოლექციაა წარმოდგენილი. დაესწარით დეგუსტაციას, რომელსაც ჯულია კოციუბა გაუძღვება და ერთად აღმოვაჩინოთ სოტერნისა და ბარსაკის ლეგენდარული ტკბილი ღვინოები.
ეს ის ღვინოებია, რომლებიც იქმნება ნელა, მოთმინებით, თითქოს თავად დროის საწინააღმდეგოდ.
ოთხი ღვინო.
სიტკბოს ოთხი განსხვავებული გამოხატულება — თაფლისებრი, დავარგებული სიღრმიდან ცოცხალ და ახალგაზრდულ სიხალისემდე.
სადეგუსტაციო ღვინოები:
Château Haura A.O.C. Cérons, 2007
Château Doisy Daëne Barsac-Sauternes, 2012
Château Cantegril Sauternes, 2017
Château Fontaine Sauternes, 2023
საღამოს განმავლობაში ვისაუბრებთ:
— ბოტრიტისსა (Botrytis) და „კეთილშობილ სიდამპლეზე“ (Noble rot)
— რატომ იქცა სოტერნი არისტოკრატიის ღვინოდ
— ტკბილი ღვინოების დავარგებაზე
— კერძებთან შეხამებასა და კონტრასტებზე
— თუ რატომ გაქრა ეს ღვინოები თანამედროვე კულტურიდან
4 სახეობის ღვინო • პროფესიონალური დეგუსტაცია • საღამო საინტერესო ისტორიებით.
ბილეთის ღირებულება: 120 ლარი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.