თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია

თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია

თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია
19, რუსთაველის გამზ.
ქართული

განრიგი

06.07.2026
ორშაბათი
17:00

აღწერა

▫️საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის ფოიეში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია. 

 

▫️დამხმარე სახელმძღვანელო გამოსცა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ „კენტავრი“. გამოცემის რედაქტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე (მაკა) ვასაძე. 

 

▫️ავტორი იკვლევს იტალიელი რეჟისორის, ჯორჯო სტრელერის შემოქმედებას და XX საუკუნის იტალიური თეატრის 50-წლიან განვითარებას. ნაშრომი ასახავს თეატრალურ რეფორმებს, ახალი რეჟისორული ხედვების ჩამოყალიბებასა და პიკოლო თეატრის მნიშვნელოვან როლს იტალიური თეატრის ევროპულ კულტურულ სივრცეში დაბრუნების პროცესში. 

 

▫️ეს წიგნი პირველი მცდელობაა ქართულ თანამედროვე თეატრმცოდნეობაში - შეისწავლოს XX საუკუნის დასავლეთ ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში მიმდინარე თეატრალური პროცესები, ჯორჯო სტრელერის შემოქმედების მაგალითზე.

 

წიგნის ყდაზე გამოყენებულია გაბრიელა ბრანდენშტაინის ფოტო.

ფოტო და ვიდეო

თამარ მუქერიას წიგნის „Grande Maestro - ჯორჯო სტრელერის“ პრეზენტაცია

ადგილი